ფეხბურთი

12:12 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ლიგა 1 რეკორდით დაასრულა

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "მონაკო" უკვე ჩემპიონის რანგში "რენის" სტუმრად ეთამაშა და 3:2 იმარჯვა. ლეონარდუ ჟარდიმის შეგირდებმა საფრანგეთის ჩემპიონატი 95 ქულით დაასრულეს. 2016/17 წლების სეზონში გუნდმა 107 გოლი გაიტანა და 31 გაუშვა. "მონაკო" ქვეყნის ჩემპიონი მერვედ გახდა.

ამავდროულად ჟარდიმის გუნდმა ლიგა 1-ის რეკორდი დაამყარა. "მონაკომ" ერთ სეზონში ზედიზედ 12 თამაში მოიგო, რაც ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე საუკეთესო მოგებათა სერიაა. ჩემპიონატში მეორე ადგილზე პსჟ გავიდა, ხოლო მესამეზე - ნიცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127592