ჭიდაობა

11:29 | 20.05.2017 | ნანახია 2004 - ჯერ

ქართველი მოსწავლეების 5 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ყველა მედალი გათამაშდა. ევროკონკურენციაში ქართველი მოსწავლეებიც ჩაებნენ და საპრიზო სამეულში შესვლა ხუთმა მათგანმა შეძლო – ხუთივე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: გიორგი გოგრიჭიანი (38 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (42 კგ), გიგი ქურხული (47 კგ), დავით ფაცინაშვილი (59 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (85 კგ).

ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხი წევრი გავიდა ხალიჩაზე - თამაზ სულამანიძემ (35 კგ), აკოფ პოღოსიანმა (47 კგ), დავით კუჭუაშვილმა (66 კგ) და გიორგი მაჭუტაძემ (73 კგ) რეპეშაჟის ფინალში იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.

ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:57 | 21.05.2017
mst (1810)

ყოჩაღ კი არა კატასტროფაა,სლოვაკებს ფინელებს და ასეთებს კი უგებდნენ მაგრამ რუსებთან და აზერებთან წამებში აგებდნენ

11:33 | 20.05.2017
ogafa (10220)

ყოჩაღ

0.124854