დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ მოჭადრაკეთა შორის გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი, რომელსაც მოსკოვი(რუსეთი) მასპინძლობს.
დღეს ტურნირზე მეშვიდე ტურის პარტიები გათამაშდა. სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი მოჭადრაკეებიდან დინგ ლირენი(ჩინეთი) ჰიკარუ ნაკამურას(აშშ), ხოლო შახრიარ მამედიაროვი(აზერბაიჯანი) ალექსანდრ გრიშუკს(რუსეთი) დაუზავდა. სხვა პარტიებიდან ანიშ გირმა(ჰოლანდია) მოუგო სალეჰ სალემს(ა.გ .ს), ხოლო ჰოუ იფანმა(ჩინეთი) დაამარცხა ლუდვიგ ჰამერი(ნორვეგია). დანარჩენი შეხვედრები ყაიმით დასრულდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლიდერთა შორის არაფერი შეცვლილა. 4.5-4.5 ქულით პირველ - მეორე ადგილებს ისევ დინგ ლირენი და მამედიაროვი ინაწილებენ.
ბოლოსწინა, მერვე ტურში დინგ ლირენი გირს. ხოლო მამედიაროვი პიოტრ სვიდლერს დაუპირისპირდება.