ჭადრაკი

23:39 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავა ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება

რუსეთის ქალაქი კირიშები ვანია სომოვის სახელობის 16 წლამდე მოჭადრაკეთა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს ,,მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები’’ მასპინძლობს, რომელიც ვაჟთა შორის მსოფლიოს ახალგაზრდული გრან პრის ერთ - ერთი შემადგენელი ნაწილი, კონკრეტულად კი პირველი ეტაპია.

აღნიშნულ ტურნირში 8 ქვეყნის 12 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორისაა საქართველოს ჩემპიონი ნიკოლოზ(ნიკა) კაჭარავა, რომელიც რეიტინგით მეთერთმეტეა. ასპარეზობა, რომლის საპრიზო ფონდიც 7 200 ევროა, წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება.

დაბალი რეიტინგის მიუხედავად კაჭარავა კარგად თამაშობს, რომელსაც სამი ტურის შემდეგ 2.0 ქულა აქვს და ლიდერთა ორკაციან ჯგუფს ნახევარი ქულით ჩამორჩება.

პირველ ტურში ნიკამ ლიტველი პაულიუს პალტინევიჩუსი დაამარცხა. მეორე ტურში შანტ სარგისიანს (სომხეთი) დაუზავდა. დღევანდელ შეხვედრაში კაჭარავამ ზედიზედ მეორე ყაიმი ვიაჩესლავ ზარუბიცკისთან(ბელარუსი) გააკეთა.

სამი ტურის შემდეგ 2.5-2.5 ქულით პირველ-მეორე ადგილებს არამ აკოპიანი(სომხეთი) და სერგეი ლობანოვი(რუსეთი) ინაწილებენ. 2.0-2.0 ქულით 3-5 ადგილებზე ნიკა კაჭარავა, კირილ შევჩენკო(უკრაინა) და კირილ შუბინი იმყოფებიან.

მეოთხე ტურში ნიკას მეტოქე კაასენ ტორ ფრედერიკი(ნორვეგია) იქნება. კაასენს ერთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილი უკავია.

0.103684