სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში, ,,დინამო’’-,რუსთავის’’ დაპირისპირების მეოთხე შეხვედრაში, რომელსაც ქვემოქართლელებმა უმასპინძლეს და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (112:86 ), ორი რეკორდი დაფიქსირდა.
,,დინამომ’’ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა ერთი გუნდის მიერ ერთ შეხვედრაში დაგროვილი ქულების მიხედვით. ძველი რეკორდიც დინამოელებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც რეგულარულ ჩემპიონატში ,,სოხუმს’’ 111: 76 მოუგეს.
მეორე სარეკორდო შედეგი მთლიანად შეხვედრაში დაგროვილი ქულების საერთო რაოდენობა 198(112+86) იყო. ანალოგიური შედეგი 198 ქულა რეგულარული ჩემპიონატის ,,კაკტუსი’’-,,რუსთავის’’ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელიც ქვემოქართლელებმა 103:95 მოიგეს.