ჭადრაკი

16:17 | 16.05.2017 | ნანახია 2118 - ჯერ

საქართველოში ახალი ვარსკვლავი იზრდება

გურიაში, კონკრეტულად კი ოზურგეთის რაიონში, პატარა მარინა ღლონტის სახით საქართველოს ქალთა ჭადრაკს ახალი ვარსკვლავი ეზრდება. ამის შესახებ worldsport.ge-სთან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სოფო ნიკოლაძემ ისაუბრა.

,,ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი, თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის დამფუძნებელი, ერთეულთა შორის ევროპის ექსჩემპიონი ზურაბ აზმაიფარაშვილი რეგიონებში ჭადრაკის განვითარების პროგრამის ფარგლებში ოზურგეთს ეწვია.

რაიონის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, აზმაიფარაშვილმა ჭადრაკის მოყვარულებთან, 21 დაფაზე ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა. მათგან ზურაბმა 20 მოიგო და ერთი ყაიმით დაასრულა. ეს ერთადერთი ყაიმი მცირეწლოვან მარინა ღლონტტთან გააკეთა. რეგიონული პროგრამის ფარგლებში, ღლონტს წელიწადში ორჯერ თბილისში მიიწვევენ და საჭადრაკო აკადემიაში საწვრთნელ შეკრებას გაივლის’’-გვითხრა ნიკოლაძემ.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 17.05.2017
პანტელეიმონი (4347)

წარმატებას ვუსურვებ პატარა მარინას ! ! !

14:49 | 17.05.2017
choloka (934)

ორჯერ მიწვევით შეკრების გავლით, რომ ჭადრაკში ვარსკვლავი გახდება ახალია ხომ ხვდებით

23:21 | 16.05.2017
luka08 (622)

რამდენი წლისაა ?

22:11 | 16.05.2017
BEERTRANCE (97819)

ღმერთმა გაახაროს და იმედია არაერთხელ გაგვახარებს

0.075365