ჭადრაკი

14:29 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელთა წარმატებული ტური მოსკოვში

მოსკოვში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა.

გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ დინგ ლირენის (ჩინეთი) მონაწილეობით, რომელიც პიოტრ სვიდლერს (რუსეთი) ეთამაშებოდა. დინგ ლირენი მხოლოდ ყაიმს დასჯერდა და ეს ყაიმი ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა, რომელსაც შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი) წამოეწია. ამ უკანასკნელმა შავებით ა.რ. სალე სალემი (ა. გ. ს.) დაამარცხა.

ამავე ტურში მოიგო აზერბაიჯანის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თეიმურ რაჯაბოვმა, რომელმაც ასევე შავებით ფრანცისკო ვალეხოს (ესპანეთი) აჯობა.

ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ 3.0-3.0 ქულით პირველ-მეორე ადგილებს დინგ ლირენი და მამედიაროვი ინაწილებენ. 2.5-2.5 ქულით მესამე- მეოთხე ადგილებზე სვიდლერი და რაჯაბოვი იმყოფებიან.

მეხუთე ტურში მამედიაროვი დინგ ლირენს, ხოლო სვიდლერი რაჯაბოვს ეთამაშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122219