კალათბურთი

21:45 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

 შარშანდელი  ფინალი  განმეორდა

დასრულდა კალათბურთში საქართველოს 26 ეროვნული ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური სერია და გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც ფინალურ სერიაში იასპარეზენ. ესენი არიან საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ,,ქუთაისი’’ და ვიცე ჩემპიონი, რეგულარული პირველობის გამარჯვებული ,,დინამო’’. აღნიშნულიდან გამომდინარე, შარშანდელი ფინალი განმეორდა.

მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს, რუსთაში დასრულებული ,,რუსთავი’’ - ,,დინამოს’’ მესამე მატჩის შემდეგ გახდა ცნობილი. 2:0-ის შემდეგ ,,დინამომ’’ გამანადგურებელი ანგარიშით 112:86 შეძლო ქვემოქართლელების დამარცხება და სერიაში მშრალი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.

ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდა. ტრავმის გამო მასპინძლებმა ტომი სპანოლო, ხოლო სტუმრებმა დეონტა ვონი მოისაკლისეს.

გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი მეოთხედი ,,დინამომ’’ ხუთი ქულის სხვაობით 31:26 მოიგო. დარჩენილმა მეოთხედებმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა და დამსახურებული გამარჯვება მოიოპოვა.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე კარგი შედეგი დინამოელმა მიხეილ ბერიშვილმა აჩვენა, რომელმაც 22 ქულა, 6 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მისმა თანაგუნდელმა ნიკოლა მარავიჩმა კი 14 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი მაურის დუგლას ბრიგსი იყო, რომელმაც 20 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

,,რუსთავი’’ - ,,დინამო’’ 86 : 112

(26:31, 20:28, 27:24, 13:29)

0.116693