თამაშგარე

10:23 | 12.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ანგარიშიანი ბენზემა ტრფიალებითაც კმაყოფილია

თუკი ესპანეთში მობურთალი ფრანგი ბომბარდირი კარიმ ბენზემა აქამდე ოდენ ბურთის კოხტად მგორებელი და მწვანე მინდორზე ოფლის უხვად მდენი ტიპი გეგონათ, ის დროა, საკუთარი შეცდომაც და ისიც აღიაროთ, რომ ბენზემაანთ კარიმა საკმაოდ ჭკვიანი და ანგარიშიანი ვინმეც ყოფილა.

წლებია, რაც ამერიკაში, კერძოდ, ფლორიდაში შობილი, ესპანური ფესვების მქონე მოდელი ანა-ლიზა ჩავესი კარიმის მკლავებშია მოქცეული და შეიძლება ითქვას, რომ ეს წყვილი ჭეშმარიტად ცოლქმრული ცხოვრებით ცხორობს, მაგრამ ბენზემა ანა-ლიზას ცოლად მოყვანას ცოცხალი თავით არ აპირებს.

ბულვარულ მედიასთან საუბრის დროს კარიმი სულ იმას იძახის, რომ სიყვარულს ხელმოწერები და ხელშეკრულებები არ სჭირდება, მაგრამ ცხადია, რომ ანგარიშიანმა ბენზემამ კარგად უწყის, ცოლთან განშორების შემთხვევაში რა დავიდარაბაშიც გაეხვევა. ამიტომაც, გერლფრენდ-ბოიფრენდობის სტატუსითაც კმაყოფილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119002