ჩოგბურთი

12:08 | 10.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარეიმ მადრიდში გამარჯვებით დაიწყო

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ბრიტანელმა ენდი მარეიმ მადრიდის მასტერსის 1/16-ფინალში რუმინელი მარიუს ჩოპილი 6:4, 6:3 დაამარხა. შეხვედრამ საათსა და 24 წუთს გასტანა.

ენდიმ ორივე სეტში თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, ისე რომ მეტოქეს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი ბრეიკ-პინტიც კი არ ჰქონია.

მარეი მომდევნო ეტაპზე ჩორიჩი-ერბერტის დაპირისპირებაში გამარჯვებულს შეხვდება.

მადრიდის მასტერსის მთლიანი საპრიზო ფონდი 9.5 მილიონს ევროს შეადგენს.

თეგებიენდი მარეი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115601