კალათბურთი

23:21 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,დინამო“ და ,,რუსთავი“ შესუსტებული შემადგენლობით იწყებენ

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-ოფის მონაწილე ,,დინამო“-,,რუსთავის“ ნახევარფინალური წყვილი ხვალიდან ფინალისათვის ბრძლას იწყებს. ფავორიტად ,,დინამო“ ითვლება, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულია, ხოლო ,,რუსთავმა“ კი მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში ორივე გუნდი შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებს. ,,დინამოს“ ნოდარ გოგოძე , ხოლო ,,რუსთავს“ ტომი სპანოლო ვერ დაეხმარება. გოგოძეს მხარი, ხოლო სპანოლოს ფეხი აწუხებს.

შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.

0.102249