ჭადრაკი

0:50 | 5.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მამედიაროვი ათეულში დაბრუნდა

ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს საუკეთესო პირველ ათეულში ცვლილებაა. ქალაქ შამქირში (აზერბაიჯანი), ვუგარ გაშიმოვის მემორიალის მოგების შემდეგ, შახრიარ მამედიაროვმა (აზერბაიჯანი) 16.9 ქულა მოიპოვა და პირველ ათეულში დაკარგული ადგილი დაიბრუნა, რომელიც სამი კვირის წინ დინგ ლირენმა (ჩინეთი) დააკარგვინა. აღსანინავია, რომ მამედიაროვმა პირველ ათეულში ლირენის ადგილი დაიკავა.

ათეულში მყოფი მოჭადრაკეებიდან ყველაზე დიდი ნახტომი ბადენ-ბადენის (გერმანია) ტურნირის მომგებმა ლევონ არონიანმა (სომხეთი) გააკეთა, რომელმაც მეცხრედან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა. ათეულს კვლავ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონ ი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) ლიდერობს, რომელიც უახლოეს მდევარს დიდი სხვაობით უსწრებს.

პირველ ათეულს მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი სერგეი კარიაკინი (რუსეთი) ხურავს, რომელსაც მეათე ადგილი უკავია.

პირველი ათეულის შემადგენლობა ოთხი მაისისათვის:

1.მაგნუს კარლსენი (2832.0, ნორვეგია)

2.უესლი სო ( 2812.2 , აშშ )

3.ფაბიანო კარუანა (2807.3, აშშ )

4.ვლადიმერ კრამნიკი (2806.9,რუსეთი)

5.მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი(2799.2, საფრანგეთი)

6.ლევონ არონიანი (2793.3, სომხეთი )

7.შახრიარ მამედიაროვი (2788.9, აზერბაიჯანი)

8.ჰიკარუ ნაკამურა (2786.9, აშშ )

9.ვიშვანათან ანანდი (2785.9, ინდოეთი)

10.სერგეი კარიაკინი (2780.0, რუსეთი)

0.11451