გერმანიის საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის საჭადრაკო კლუბ "შვაბიშ ჰალის" გამარჯვებით დასრულდა.
გერმანიის ჩემპიონთა რიგებში, სხვებთან ერთად, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრები ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი გამოდიოდნენ, რომლებიც გერმანიის ჩემპიონები გახდნენ.