ევრობასკეტ 2017-ის მონაწილე, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა (საბერძნეთი) ბარძაყის ოპერაცია გაიკეთა.
worldsport.ge-სთან საუბარში საქართველოს ნაკრების მენეჯერმა პაატა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ ზუროსი ამჟამად ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს გადის და ნაკრებს იმ დროს შეუერთდება, როდესაც გუნდის ევრო-2017-თვის მზადების დაწყებაა დანიშნული.
როგორც ცნობილია, ზუროსი პარალელურად ჩერნოგორიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის პოდგორიცას "ბუდუჩნოსტის’" მთავარი მწვრთნელია და იმის გათვალისწინებით, რომ ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდში მას არ შეეძლო საკუთარი მოვალეობის შესრულება, კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ამ გუნდის გაძღოლა ზუროსის ასისტენტს, იგორ ძალეტიჩს დაევალა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯანმრთელობას გისურვებ ილიას
მაგარი სირიკოა ეს
რატო? დედა რა ვნახეო, შეიძლება არაა, მარა სირიკობისაც არაფერი შემიტყვია, ყოველ შემთხვევაში გასულ შესარჩევში.
გადახედე კარიერას ვერსად ვერ ჩერდება ბოლო წლებია და შედეგიც არ აქვს. ნაკრებში კი კოკოშკოვის დალაგებული და მოწყობილი გუნდი ინერციით გაატარა. მთვარია ამ თაობის მერე თაობის ცვლა როგორ მოხდება და ნაკრებში რა იქნება.
ბევრი სიახლე დავინახე ტაქტიკაში, კოკოშკოვისგან განსხვავებით, რომელიც მარტო ერთი ტაქტიკით ათამაშებდა გუნდს სამწამიანით ცდილობდა მხოლოდ ფონს გასვლას და მხოლოდ როცა დრო აღარ გვყოფნიდა მაშინ იყენებდა მარტო პერიმეტრს. დაცვაშიც და პერიმეტრის დაკეტვაშიც აშკარა უკეთესობა იყო ვიდრე კოკოშკოვის დროს.
მაგ ტაკტიკით 8 წელი გვატარა და ამასაც მზაზარეულად ატარებს აგერ ისევ. კოკოშკოვი ბევრად უკეთესი მწვრთნელია ჩემთვის. წარმატება ეროვნულ ნაკრებს
გეთანხმები 100% -ით.