დღეს დაიწყო საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის ფლეი-აუტში მოასპარეზე გუნდების პირველი წრე. უმაღლეს ლიგაში დარჩენისათვის რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მეხუთე-მეექვსე ადგილებზე გასული „სოხუმი“, „მგზავრები“, „ოლიმპი“ და „ბათუმი“ იბრძვიან. ამ გუნდებიდან ბოლო ადგილზე გასული სუპერლიგას დაემშვიდობება, რომლის ადგილს „ა ლიგის“ გამარჯვებული მარნეულის „დელტა“ დაიკავებს.
ფლეი-აუტის პირველ შეხვედრაში, რომელსაც თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა, „სოხუმმა“„მგზავრებს“ უმასპინძლა. მართალია, ფავორიტად მეხუთე ადგილზე მყოფი „სოხუმი“ ითვლებოდა, მაგრამ რაც მატჩის შედეგმა გვიჩვენა ზღვისპირელთა ასეთ უპირატესობას არავინ ელოდა. 96:65 გაიმარჯვა „სოხუმმა“ და მეხუთე ადგილზე კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდა.
აღნიშნული შეხვედრა „სოხუმის“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 18 ქულის სხვაობით 30:12 მოიგო. „სოხუმმა“ მეორე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და პირველი ტაიმის შემდეგ 25 ქულის სხვაობით 53:28 დაწინაურდა. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველი ტაიმში გადაწყდა „სოხუმის“ სასარგებლოდ.
მართალია, მესამე მეოთხედში „მგზავრებმა“ გაიბრძოლა, სხვაობა 4 ქულით შეამცირა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში უპირატესობას ზღვისპირელები დაეუფლნენ, დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი „სოხუმის“ ამერიკელმა ლეგიონერმა უეიდ ლათანმა აჩვენა, რომელმაც ყველაზე მეტი 30 ქულა დააგროვა და ორმად დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. „მგზავრების“ შემადგენლობაში ყველაზე კარგად კიდევ ერთმა ამერიკელმა ლეგიონერმა დერმელ ტეილორმა ითამაშა, რომელმაც ამ შეხვედრაში 20 ქულითა და 10 მოხსნით ერთადერთი ორმაგი დუბლი შეასრულა.
სოხუმი - მგზავრები 96:65 (30:12, 23:16, 18:22, 25:15)