კალათბურთი

19:22 | 3.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუნდაიმ” პროგნოზი გაამართლა

დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა შორის, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობდა: ,,ჰიუნდაი’’, ,,ზაზა’’, ,,რუსთავი’’, ,,არმია’’, ,,ქუთაისი’’ და ,,სოხუმი’’ .

რეგულარული ჩემპიონატი ოთხ წრედ ჩატარდა. ფავორიტად საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრების საბაზო გუნდი ,,ჰიუნდაი’’ ითვლებოდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და ლევან ქარაბაკის ,,ჰიუნდაიმ’’ პროგნოზი გაამართლა, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო, ხოლო პლეი - ოფში ყველა მოიგო და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა. ,,ჰიუნდაიმ’’ პლეი-ოფის ნახევარფინალში ,,რუსთავი’’ 78:69, 77:58, ხოლო ფინალში ,,ზაზა’’ 76:49, 84:55 დაამარცხა.

ფინალის მონაწილე გუნდები საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრმა, ვეტერანმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა და ამავე ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კორკოტაძემ დააჯილდოეს.

ტურნირზე ტრადიციულად დაწესებულია ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კალათბურთელის რაჟიკო დარბაიძის სახელობის თასი, რომელიც ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა. ამ პრიზის მფლობელი გახდა ,,ჰიუნდაის’’ წევრი დავით აფხაზავა, რომელსაც პრიზი რაჟიკო დარბაიძის დედამ, ქალბატონმა ლალიმ, მისმა მწვრთნელმა გია ტეტელაშვილმა და მეგობრებმა გადასცეს.

თეგებიჰიუნდაი
0.130711