ფეხბურთი

21:56 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია და ტაბიძე რუსეთის თასის ფინალში, სოლომონმა მოიგო

დასრულდა რუსეთის თასის ფინალი: მოსკოვის "ლოკომოტივმა" 2:0 მოუგო ეკატერინბურგის "ურალს" და ტიტული მოიპოვა სოლომონ კვირკველიამაც. საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. როგორც იცით, კვირკველია ყაზანის "რუბინიდან" გახლავთ განათხოვრებული.

ასევე, "ურალის" შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა მცველმა ჯიმი ტაბიძემ. ისიც იჯარითაა, ბელგიური "გენტიდან". კარგია, რომ ტაბიძე მკვიდრდება რუსეთის პრემიერლიგის გუნდის სასტარტოში.

ბოლოს მინდორზე ჩხუბი ატყდა, თუმცა ქართველებს არ მიუღიათ მონაწილეობა. ორ-ორი ფეხბურთელი გაუძევეს გუნდებს.

"ურალში" ირიცხება გიორგი ჭანტურიაც, რომელმაც ექვსი თვის წინ მძიმე ტრავმა მიიღო (სწორედ "ლოკომოტივთან") და ზაფხულიდან დაიწყებს დატვირთვებით ვარჯიშს.

0.116668