ფეხბურთი

15:30 | 2.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოროზია: "ზირიაში" გადასვლა სწორი ნაბიჯია”

ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი გიორგი გოროზია სამი თვის წინ ნორვეგიული "სტაბეკიდან" გადავიდა აზერბაიჯანის "ზირიაში". გოროზიამ აზერბაიჯანის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და ხუთივე - შეცვლაზე. მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა და წლეულს ისტორიაში პირველად გავა ევროტურნირებზე.

გიორგიმ აზერბაიჯანულ პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ "ზირიაში" გადასვლით კმაყოფილია:

"პირველივე დღიდან მომეწონა აქაურობა. "სტაბეკისგან" განსხვავებით, აქ გუნდი ერთი ოჯახივითაა. ნორვეგიაში უფროი სწრაფი ფეხბურთია, აზერბაიჯანში კი დიდი ყურადღება ეთმობა ტაქტიკას. აქ თამაში იოლი არაა. არ ვნანობ, რომ ნორვეგიაში გატარებული 2,5 წლის შემდეგ, აზერბაიჯანის ჩემპიონატი ავირჩიე. სწორი ნაბიჯი გადავდგი. "ზირიასთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ყველაფერი მომწონს: ყველას გვიხარია, რომ ევროპის ლიგაზე გავდივართ. "ზირიას" ყველანაირი შანსი აქვს იმისა, რომ ევროტურნირებზე წარმატებით ითამაშოს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112232