ფეხბურთი

11:56 | 30.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

იური სიომინი: "კვირკველიას "რუბინთან" თამაში არ შეეძლო"

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში სოლომონ კვირკველიას „ლოკომოტივი“ ყაზანის „რუბინთან“ შინ 0:1 დამარცხდა. თუმცა, ქართველ მცველს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ არ უთამაშია, განაცხადშიც არ იყო. მიზეზი? - კვირკველიას „რუბინთან“ თამაში კონტრაქტში ჩადებული პუნქტის მიხედვით არ შეეძლო. აღნიშნული ინფორმაცია „რკინიგზელთა“ მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმაც დაადასტურა.

„მოცემულ სიტუაციაში სხვა არჩევანი არ მქონდა. ჩორლუკა ტრავმირებულია, კვირკველიას თამაში არ შეეძლო. რატომ? - კონტრაქტის თანახმად, მას „რუბინის“ წინააღმდეგ თამაში არ შეუძლია. ეს დამატებით ფინანსებთან იყო დაკავშირებული“, - აღნიშნა სიომინმა.

აქვე გეტყვით, რომ „ლოკომოტივსა“ და ქართველ ფეხბურთელს ტიტულის მოგების შანსი აქვთ. 2 მაისს, „ლოკომოტივი“ რუსეთის თასის ფინალში „ურალს“ ეთამაშება, რომლის რიგებშიც თავის მხრივ ჯემალ ტაბიძე და გიორგი ჭანტურია ირიცხებიან. ეს მატჩი ნეიტრალურ მოედანზე, სოჭში გაიმართება.

0.120012