კალათბურთში საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი - ოფის მონაწილე ,,რუსთავის’’ ტრავმირებული კალათბურთელებიდან, ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრაში, რომელშიც ქვემოქართლელები 3 მაისს სტუმრად ,,დინამოს’’ ეთამაშებიან ტომი სპანოლო პარკეტზე გასვლასა და თამაშს ვერც ამჯერად შეძლებს, ხოლო კასპერბაუერი ითამაშებს.
ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,რუსთავის’’ პერსპექტიულმა კალათბურთელმა გიგი გოგობერიშვილმა განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ სპანოლოს კოჭის ტრავმა აწუხებს, ხოლო კასპერბაუერმა რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში, ,,კაკტუსთან’’ თამაშის დროს თვალის ტრავმა მიიღო. მართალია, კასპერბაუერს ტრავმა ბოლომდე არ მოშუშებია , მაგრამ სამში პარკეტზე გასვლასა და თამაშს მაინც შეძლებს.