კალათბურთი

12:45 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რენსომი ვარჯიშს შეუდგა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-აუტის მონაწილე ,,მგზავრების’’ ერთ-ერთი ლიდერი, ამერიკელი უკანახაზელი კაჰიმ რაშად რენსომი (20.07.93, 185 სმ.) გამოჯანმრთელების შემდეგ ვარჯიშს შეუდგა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,მგზავრების’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ რენსომმა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს კოჭი ამოიტრიალა და ამის გამო რეგულარული ჩემპიონატის რამდენიმე შეხვედრა გააცდინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112166