კალათბურთი

2:30 | 29.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლათანი ტრავმირებულია

სუპერლიგის პლეი-აუტის მონაწილე ,,სოხუმის’’ უკანახაზელი, ამერიკელი ლეგიონერი უეიდ ლათანი ტრავმირებულია და პლეი-აუტის პირველი წრის პირველ შეხვედრაში, ,,მგზავრების’’ წინააღმდეგ მისი თამაში სათუოა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,სოხუმის’’ მეპატრონე ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ლათანმა კოჭის ტრავმა საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო ტურში ,,მგზავრებთან’’ მატჩის დროს მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106872