კალათბურთი

22:00 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

,,კაკტუსმა’’ ,,რუსთავს’’ გადაასწრო

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა პლეი-ოფში ვადაზე ადრე გასული ,,რუსთავისა’’ და ,,კაკტუსის’’ მატჩით დასრულდა, რომლებიც ამ შეხვედრამდე შესაბამისად მესამე - მეოთხე ადგილებზე იმყოფებოდნენ.

გამარჯვების შემთხვევაში ,,კაკტუსს’’ შეეძლო მესამე ადგილზე გასულიყო. საბოლოოდ ასეც მოხდა - 77:71 გაიმარჯვა ,,კაკტუსმა’’ და მესამე ადგილზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფის ნახევარფინალურ სერიაში მეორე ადგილზე გასულ ,,ქუთაისს’’ დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში, რეგულარულის გამარჯვებული ,,დინამო’’ მეოთხეადგილოსან ,,რუსთავს’’ შეხვდება.

დავუბრუნდეთ ,,რუსთავი’’- ,,კაკტუსის’’ დღევანდელ შეხვედრას. პირველი მეოთხედის ხუთმა წუთმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ამის შემდეგ სტუმრები დაწინაურდნენ და დროის ეს მონაკვეთი დიდი ანგარიშით 31:20 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე დაიყვანეს-39:44.

ისევე როგორც დღეს გამართულ სხვა შეხვედრებში, მატჩის ბედი ამჯერადაც მეოთხე მეოთხედში გადაწყდა. ბოლო მეოთხედის დასაწყისში ,,რუსთავმა’’ ანგარიში არამარტო გაათანაბრა, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. რამდენიმე წუთის განმავლობაში მატჩი გარდამალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ძრითადი დროს დასრულებამდე 4.24 წუთით ადრე ,,კაკტუსი’’ ტერიკ ბრიჯმანმა 69:68 დააწინაურა. ამის შემდეგ უპირატესობას სტუმრებ ი დაეუფლნენ, რომელიც მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

ორივე გუნდის შემადგენლობში ყველაზე კარგი შედეგი სტუმართა გუნდის ცენტრალურმა თავდამსხმელმა ჯონ ფლოვიესმა აჩვენა, რომლის ანგარისზეც 23 ქულა და 20 მოხსნაა. 10 ქულითა და 21 მოხსნით ორმაგი დუბლი სტუმართა გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ტერიკ ბრიჯმანმა შეასრულა.

მასპინძელთა შორის 18 ქულითა და 11 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი მაურისდუგლას ლუის ბრიგსმა აჩვენა.

ამით რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები მედლებისათვის, ხოლო მეხუთე-მერვე ადგილებზეგასული გუნდები სუპერლიგაში დარჩენისათვის იბრძოლებენ.

,,რუსთავი’’ - ,,კაკტუსი’’ 71 : 77 (20:31, 19:13, 17:15, 15:18)

1 დინამო 28 25 / 3 2442 / 1999 53
2 ქუთაისი 28 20 / 8 2263 / 2117 48
3 კაკტუსი 28 14 / 14 2217 / 2323 42
4 რუსთავი 28 13 / 15 2175 / 2259 41
5 სოხუმი 28 11 / 17 2224 / 2355 39
6 ოლიმპი 28 10 / 18 2018 / 2080 38
7 მგზავრები 28 10 / 18 2099 / 2195 38
8 ბათუმი 28 9 / 19 2132 / 2242 37
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115135