თამაშგარე

17:26 | 26.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მშვენიერი ალინა და ტარზან კოკოითი

ფოთს იქით, შავი ზღვის მეორე კიდეზე მდებარე ვლახთა ქვეყანაში ლამაზმანთა გოგმანი ნამდვილად არაა იშვიათი ამბავი, მაგრამ, ამ ლამაზმანთა შორისაც კვლავაცვე გამოირჩევიან ისინი, რომლებიც თავს რუმენეთის უპირველესი საფეხბურთო კრებულის თილისმად რაცხენ და ამ ამბავში კაცი არაა მათი შემკამათებელი.

ცნობილმა რუმინელმა მოდელმა, ალინა ვაცარიუმ ასე 1 წელი იქნება, რაც თავი რუმინეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად გამოაცხადა და ეს საკმარისი იყო იმისათვის, რომ დღეს მთელი ევროპის ბულვარული მედია ამ ხელიხელსაგოგმანები ასულის მომაჯადოვებელი ფოტოებითა გავსებულიყო.

ალინა სამოდელო საქმეს ძირითადად ლონდონში ეწევა და იქაც გვარიანი სახელი დაიგდო, მაგრამ, პოდიუმის ფიცარნაგზე კოხტად გავლა-გამოვლა რა ბედენაა, როდესაც სპორტის მოყვარულთა გულში ზიხარ?! თუმცა, მხოლოდ სპორტთან კავშირიც არაა ხოლმე პოპულარობისათვის გადამწყვეტი. აი მაგალითად, ედუარდ კოკოითის ძმა, ტარზან კოკოითი მოჭიდავე იყო, მაგრამ მოგვიტევეთ და ის კაცი ადრეც და ახლაც ყველას ფეხებზე ჰკიდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134257