კალათბურთში ა ლიგის ბოლო, მეთხუთმეტე ტური ,,წყალტუბოსა’’ და თსუ-ჰიუნდაის მატჩით გაიხსნა, რომელსაც იმერლებმა უმასპინძლეს.
,,წყალტუბომ’’ 2017-2018 წლების საკალათბურთო სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ გუნდის ლიდერის ტრავანტე უილიამსის გუნდიდან წასვლის შემდეგ წაგებას მოუხშირა და პირველი ოთხეულის მიღმა აღმოჩნდა.
როგორც მოსალოდნელი იყო სტუდენტების გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და დიდი ანგარიშით 92:63 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 26 ქულა თსუ,,ჰიუნდაის’’ წევრმა სანდრო სანაძემ დააგროვა. 19 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა გიორგი ფერიაშვილმა შეასრულა.
მასპინძელთა შორის 17 ქულით ყველაზე შედეგიანი გიორგი კილაძე იყო.
ამრიგად, თსუ-ჰიუნდაი მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ ,,დელტას’’ ჩამორჩა. რაც შეეხება ,,წყალტუბოს’’, იგი მხოლოდ მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა.
,,წყალტუბო“-თსუ-ჰიუნდაი 63:92 (21:24, 12:20, 17:25, 13:23)