საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის 27 ტური რუსთავში, ქვემოქართლელებისა და ,,დინამოს’’ მატჩით დასრულდა. ამ გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდეს პლეი ოფში თამაშის უფლება. ამ მატშის შედეგს არც ამ გუნდების სატურნირო მდგომარეობაზე შეეძლო გავლენის მოხდენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თამაში, რომელიც უმოტივაციო იყო გარდამავალი უპირატესობით დაიწო. მცირე უპირატესობას ,,დინამო’’ ფლობდა. რადგან მეორე ტაიმში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა გახდა, შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი დროის ამ მონაკვეთში გადაწდა. 96: 71 გაიმარჯვა ,,დინამომ’’.
19 ქულით ყველაზე შედეგიანი ,,დინამოს’’ ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი იყო. 16 ქულითა და 12 მოხსნით ერთადერთი ორმაგი დუბლი მისმა თანაგუნდელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ნიკოლა მარავიჩმა შეასრულა. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 18 ქულა უკანახაზელმა რევაზ ჩაჩანიძემ დააგროვა.
,,რუსთავი’’ - ,,დინამო’’ 71: 96
(20:25, 21:20, 18:21, 12:30)