ფეხბურთი

19:22 | 22.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

მკლავი თუ მხარი? "ტორპედომ" ზედიზედ მესამედ მოიგო

ქუთაისის "ტორპედო" ქობულეთის "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოსთან" აგებდა, მაგრამ 3:1 იმარჯვა. ეს ტორპედოელთა ზედიზედ მესამე მოგება და მეშვიდე წაუგებელი მატჩია. კახა ჩხეტიანის გუნდი წინ მიიწევს, ბათუმელებმა კი ზედიზედ მესამე თამაში წააგეს და მეშვიდე პოზიციაზე არიან.

მე-19 წუთი იყო, გიორგი ქავთარაძემ კედელი გაითამაშა თემურ შონიასთან და მეკარის ბაქანთან გააკეთა პასი, სადაც იაროსლავ კვასოვმა იმარჯვა და ანგარიში გახსნა - 1:0.

პირველ ტაიმშივე, "ტორპედოს" მცველმა გიორგი გურულმა დუბლი შეასრულა. ორივეჯერ ბექა ტუღუშის ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ: ჯერ ეფექტური თავურით გაიტანა, მერე კი მეკარე ტიმოფეევს ხელიდან რომ ოდნავ გაუვარდა ბურთი, ახლოდან დაამატა - 1:2.

65-ე წუთზე ბათუმელთა ცენტრალური მცველი გელა გოგიტიძე გააძევეს. შეცდა თუ არა მსაჯი გიორგი ვადაჭკორია? კონტრშეტევა იყო, ნიკა საბანაძე გრიგოლ დოლიძეს აწვდიდა ბურთს და გოგიტიძემ მკლავით ჩაჭრა თუ მხრით, ვიდეოგამეორების გარეშე რთული სათქმელია. თუ მკლავზე მოხვდა ბურთი, ორი აზრი არაა: გასაძევებელი იყო. მაგრამ კარგად არ ჩანდა. ვადაჭკორიამ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა ბათუმელს...

"ტორპედომ" ბოლო წუთზე მესამედ გაიტანა. შეცვლაზე შესულმა ვაჟა ტაბატაძემ იაქტიურა, მისი პასი და გრიგოლ დოლიძემ ახლო კუთხეში დაურტყა ტიმოფეევს - 1:3. არადა, ამ გოლამდე ერთი წუთით ადრე ბათუმელებმა კინაღამ გაათანაბრეს ანგარიში, ნიკა მგელაძე თავით ურტყამდა და ქუთათურთა ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ გამოიტანა ბურთი კარიდან.

ეროვნული ლიგა. მერვე ტური

დინამო (ბათუმი) - ტორპედო (ქუთაისი) 1:3

დინამო: ტიმოფეევი, სუხიაშვილი, გოგიტიძე, მგელაძე, ფარტენაძე, თევდორაძე (ტვილდიანი 80), ფონიავა (კვანტალიანი 46), ქავთარაძე, თარხნიშვილი, შონია, კვასოვი (ჯოვინიო 66)

მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ადამაძე (ჭიჭინაძე 78), გ.გურული, ქიმაძე, მამასახლისი, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი (კაპანაძე 73), დოლიძე, ტუღუში, საბანაძე (ტაბატაძე 88)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 1:0 კვასოვი (19), 1:1, 1:2 გურული (30, 45), 1:3 დოლიძე (90+1)

გაფრთხილება: მგელაძე, თევდორაძე - ტუღუში, ადამაძე

გაძევება: გოგიტიძე (65)

მსაჯი: გ.ვადაჭკორია

გუშინდელი მატჩები: შუქურა - დილა 0:0, ჩიხურა - კოლხეთი 3:1, დღეს კი "სამტრედიამ" შინ ფრედ ითამაშა "ლოკომოტივთან" - 0:0.

ხვალ 17:30 საათზე "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" უმასპინძლებს "საბურთალოს".

1 ლოკომოტივი 8 4 3 1 18 7 15
2 დინამო თბ 7 5 0 2 12 4 15
3 ტორპედო 8 4 3 1 12 7 15
4 ჩიხურა 8 4 1 3 11 8 13
5 საბურთალო 7 4 0 3 8 8 12
6 სამტრედია 8 3 2 3 6 8 11
7 დინამო ბთ 8 3 0 5 6 9 9
8 დილა 8 1 5 2 7 8 8
9 კოლხეთი 1913 8 2 1 5 11 16 7
10 შუქურა 8 0 3 5 5 21 3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120347