დასრულდა ვაჟთა შორის ჭადრაკში საქართველოს გრან პრის გათამაშების მეორე ეტაპი რაპიდში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე , ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
ტურნირში ოთხი ქვეყნის (საქართველო, ბრაზილია, რუსეთი, ესპანეთი) 47 სპორტსმენი მონაწილეობდა. საუკეთესო შედეგი აჩვენა და 9 შესაძლებელიდან 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ლევან ფანცულაიამ. 7,0-7,0 ქულით მეორე-მესამე ადგილები ქართველების ბრაზილიელმა სიძემ ალექსანდრ ფიერიმ და რუსეთის სახელით მოასპარეზე დავით გოჩელაშვილმა დაიკავეს.