საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26 ეროვნული ჩემპიონატის 27 ტური სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი ,,ბათუმისა’’ და ,,სოხუმის’’ მატჩით გაიხსნა, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა.
ამ შეხვედრამდე, რვაგუნდიან ჩემპიონატში ,,ბათუმი’’ და ,,მგზავრები’’ 35-35 ქულით მე-6-მე-7 ადგილებს ინაწილებდნენ, რომლებსაც ,,სოხუმი’’ ერთი ქულით უსწრებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ შეხვედრას ორივე გუნდისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
რადგან ,,ბათუმი’’ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაშობდა, ფავორიტადაც ის ითვლებოდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. სამი მეოთხრდის განმავლობაში ,,სოხუმის’’ უპირატესობა აშკარა იყო. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ ნებდებოდნენ და ჯიუტად ცდილობდნენ მატჩის მათ სასარგებლოდ შემობრუნებას.
,,ბათუმის’’ გარჯამ ნაყოფი გამოიღო და ძირითადი დროის დასრულებ ამდე 3 წუთითა და 51 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა 73:73. მასპინძლებმა მეტის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან ისევ ,,სოხუმი’’ დაწინაურდა, რომელმაც 83: 77 შეძლო მეტოქის დამარცხება და უაღრესად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
სოხუმელთა გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ამერიკელმა ლეგიონერებმა უეიდ ლათანმა და რობერტ ვუდსონმა შეიტანეს. ლათანი 28 ქულით, 11 მოხსნითა და 4 პასით საუკეთესო იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. ვუდსონის ანგარიშზე 17 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასია. მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი 18 ქულა კახა ჯინჭარაძემ დააგროვა.
,,ბათუმი’’- ,,სოხუმი’’ 77:83 (20: 26, 16:23, 21:18, 20:16)