ბადენ-ბადენში (გერმანია) მიმდინარე დიდ საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა.
ნებისმიერ საჭადრაკო ტურნირზე გამორჩეულ ინტერესს იწვევს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენის თამაში. გამონაკლისი არც ბადენ-ბადენია. ზედიზედ ოთხი ყაიმის შემდეგ კარლსენმა, როგორც იქნა, მოიგო - ერთ-ერტი აუტსაიდერი გიორგი მაიერი დაამარცხა.
პირველ ადგილზე მყოფმა ლევონ არონიანმა ზედიზედ მესამე პარტია მოიგო და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ამჯერად მისი ,,მსხვერპლი’’არკადი ნაიდიჩი გახდა.
მე-5 ტურის ტექნიკური შედეგები:
ლევონ არონიანი (სომხეთი, 2774) - არკადი ნაიდიჩი (აზერბაიჯანი, 2702) 1:0
ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2649) - მათიას ბლუბაუმი (გერმანია, 2634) 0.5:0.5
ფაბიანო კარუანა (აშშ, 2817) - მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 2803) 0.5:0.5
გეორგ მაიერი (გერმანია, 2621) - მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2838) 0:1
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ:
- არონიანი 4.0 ქულა
2-4. იფანი, კარლსენი, კარუანა 3.0-3.0
5-6. ვაშიე-ლაგრავი, ნაიდიჩი 2.5-2.5
7-8. მაიერი, ბლუბაუმი 1.0-1.0
მე-6 ტური:
ნაიდიჩი - კარლსენი
ვაშიე-ლაგრავი - მაიერი
ბლუბაუმი - კარუანა
არონიანი - იფანი