სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ძიუდო

16:14 | 20.04.2017 | ნანახია 2540 - ჯერ

პაპინაშვილი და ჩხვიმიანი ფინალს და ერთმანეთს მიუახლოვდნენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, 60 კილოგრამი წონითი კატეგორიის ევროკონკურენცია შეიძლება ქართული ფინალით დაგვირგვინდეს - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი ნახევარფინალში გავიდნენ და გადამწყვეტ ბრძოლას თითო გამარჯვება აშორებთ.

პაპინაშვილმა დილის პროგრამაში ფრანგი სედრიკ რევოლი და ბრიტანელი ეშლი მაკკენზი დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის ბულგარელ იანისლავ გერჩევს დაეჭიდება.

ჩხვიმიანმა ებრაელი დანიელ ბენ დავიდი და თურქეთის და ბექირ ოზლუს სახელით მოჭიდავე ბეთქილ შუკვანი ჩამოიშორა და ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ღობერტ მშვიდობაძეს შეხვდება.

დღესვე, მამაკაცებს შორის, ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით ტატამზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, მაგრამ ამჯერად საპრიზო სამეულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი საწყის ეტაპზევე დაკარგა, მერვედფინალში, სლოვაკ მატეჟ პოლიაკთან იპონით წაგებით.

ქალთა შორის კი საქართველოს დროშის ქვეშ ოლღა ალადოშვილმა (48 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) იჭიდავეს და ორივე მერვედფინალში დამარცხდა.

ნახევარფინალები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (36)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:29 | 20.04.2017
mindia (2105)

წესები მე მომწონს მთლიანობაში ისე.

21:12 | 20.04.2017
levani82 (39349)

4 წუთის მერე ვეღარ ვქაჩავთ?

20:51 | 20.04.2017
lagashi (1100)

ახალ წესებთან არ მაქვს პრეტენზია მაგრამ სანახაობრივი მხარე თუ ანაGვლებთ მაშინ გერჩიევის ნაირი საზიზGარი სტილი არ უნდა გაათამამონ

20:48 | 20.04.2017
lagashi (1100)

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი დაწყება გვაქვს

20:44 | 20.04.2017
levani82 (39349)

4 წუთის მერე ვეღარ ვქაჩავთ?

20:43 | 20.04.2017
levani82 (39349)

ძაან მშვენიერი წესები შემოიღეს. აბა მარტო შიდოს იმედად უნდა ყოფილიყავი?

20:42 | 20.04.2017
tiko (4455)

თურქების მთავარი მწვრთნელი ვინ არის ძიუდოში ? რაგაც ირაკლის მოვკარი თვალი

23:23 | 20.04.2017
tiko (4455)

აქ ხომ აგვაშენაDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

20:40 | 20.04.2017
tiko (4455)

რა შეიძლება ითქვა დღევანდელი დღით,სამწუხაროდ არაფერი ხვალის იმედით უნდა ვიყოთ

20:36 | 20.04.2017
lagashi (1100)

შიდა კონკურენციას შეიძლება გაექცეს მე-3 ან მე-4 ნომერი. მაგრამ როცა შენი ნაკრების ლიდერებს სხვაგან წასული ქართველი ჯობია, ეგ ტეხავს

20:31 | 20.04.2017
პანტელეიმონი (2711)

-1 დღე.

20:26 | 20.04.2017
dinamo222 (2887)

ცალკე თემაა საერთოდ ძიუდოს გაუფერულება ბოლო წლებში წესების იდიოტური ცვლილებებით სულ გააფუჭეს ძიუდო @@

20:23 | 20.04.2017
dinamo222 (2887)

ჩხვიმიანის საქციელი როგორ მოგეწონათ რაღაცა მოძველბიჭო ტიპი ჩანს მთელი შეხვედრა არ იქცეოდა წესიერად (ჭიდაობის შეჩერებებების დროს ხელეს კვრები რაღაცბაირად გამოწვევად ხელის გამოგლეჯვები )და ბოლოს ხელის არ ჩამორთმევა @@ ნეტავი ვიზე იყო გაბრაზებული და რას იბრიქებოდა ? ძველბიჭობა თუ უნდა წავიდეს ბირჟაზე იძველბიჭოს @@@

20:10 | 20.04.2017
mindia (2105)

შიდოებზე მუშაობით საქართველო ყველაზე უტვინო ქვეყანაა მგონი ძიუდოს ისტორიაში.


ჩხვიმიანი კიდე ერს არცხვენს ეგეთი საქციელით, ხელის ჩამორთმევა რაღა გახდა.

მშვიდობაძე, ფეხბურთში (სადაც კაცობა ყველაზე ნაკლებადაა) როცა ყოფილ გუნდს გოლს უტანენ არ ზეიმობენ, აქ კიდე... ნუ ხო მიხვდით. წარმოადგინოს ვინც უნდა ის, მაგრამ არის შეგნების თავისუბორებები რაც კაი იქნებოდა რომ გააჩნდეს ადამიანს.

21:22 | 20.04.2017
b.g (402)

ქვეყანა რა შუაშია,თუ ვინმე უვარგისია ?!

21:27 | 20.04.2017
mindia (2105)

იმ შუაშია რომ ჩხვიმიანი წარმოადგენს საქართველოს.

20:06 | 20.04.2017
mamuka-25 (237)

ა ბატონო, ორივე ოქრო ქართველებმა ავიღეთ!

19:40 | 20.04.2017
b.g (402)

კიდევ კარგია პირველი დღე როა,თორე დეპრესია დამემართEბოდა

19:36 | 20.04.2017
sabonis (5239)

მოკლედ რა მაქსიმუმ 3 წუთია ჩვენების დიხანია ამ დროში თუ ვქენით რამ, ხომ კაი თუ არა და მერე აზრი არ ააქ.

19:28 | 20.04.2017
b.g (402)

მიდით ბიჭებო,აბა რააა !!! სულ ხო არ მოვიგებთ,გაგვანებივრებს მოგებები...ეცადეთ რაც შეიძლება მალე შეგვაძულოთ სპორტის ეს სახეობაც (მარტო მოჭიდავეებმა არა,ზევით ვინცაა)...და დავსხდებით და ვუყურებთ ხოკეის...ამ ბოლოს მგონი ეგ უფრო წარმატებით გამოგვდის ქართველებს.

19:31 | 20.04.2017
b.g (402)

რა ტყუილა დავხარჯე დრო....ეხ ბექაავ,იქნებ შენ მაინც გაგვახარო

19:33 | 20.04.2017
levani82 (39349)

ფეხბურთზე 1-2 სიტყვაც გაურიე მაგათაც ნუ დაჩაგრავ

19:22 | 20.04.2017
levani82 (39349)

არჩილ სოხუმელი (2167) პასუხი
რატომ გაუშვეს საქართველოდან?

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ტურნირების მხრივ სისტემა თუ ფორმატი რომ შეცვალოს უფრო ნაკლები გადინება იქნება. რა თქმა უნდა ეს ჩემი სუბიექტური აზრია

19:17 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2182)

ძაან ცუდი შედეგია. არა და შეგვეძლო დღეს 3 მედლის აღება. თვითონ წავაგეთ ვიდრე მოწინაღმდეგეებმა მოგვიგეს.ისე დაკვირვებული ვარ, როცა პირადულ შეჯიბრებებში ასე ვმარცხდებით გუნდურში აუცილებლად ვიმარჯვებთ. მდინარაძე რატომ წავიდა რუსეთში?

19:19 | 20.04.2017
levani82 (39349)

ძაან ჩავაფლავეთ რა იყო ეს ა? პასუხისმგებლობას ვინ აიღებს? 1/2 ფინალში და ბრინჯაოზეც პაპინას არ უჭიდავებია ისე წააგო. ერთი სიტყვით მედლები თავისი ხელით სხვებს გადააბარა

19:17 | 20.04.2017
levani82 (39349)

დღევანდელ დღეს ასე რომ ჩავფლავდით ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს

19:16 | 20.04.2017
levani82 (39349)

არჩილ სოხუმელი

დღეს ჩვენებმა შედეგებით მაგრად ჩააფლავეს

19:16 | 20.04.2017
mamuka-25 (237)

სრული კატასტროფაა. უკაცრავად მაგრამ, გლეხურად რომ ვთქვათ დღეს "ჩავი......ვით"

19:12 | 20.04.2017
levani82 (39349)

რა არის საფაროვთანაც როგორ წააგო თითქოს ბრინჯაოზე ჭიდაობა არ უნდოდაო

19:08 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2182)

ქალებში უკრაინელმა რუსი დაამარცხა, რაც ძაან გამიხარდა. არ ვიცი მდინარაძის გამარჯვება გამიხარდეს თუ არა. ერთი და ქართველია და მინდა მოიგოს, მაგრამ რუსეთისთვის მენანება ოქრო. აი ზანთარაიას სულით და გულით ვგულშემატკივრობ.

19:13 | 20.04.2017
levani82 (39349)

მშვიდობაძეზე რას იტყვი? ერთი წუთით იმას დავანებოთ თავი რუსეთის სახელით რომ გამოდის მაინც რას იტყვი?

19:19 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2182)

რატომ გაუშვეს საქართველოდან?

19:18 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2182)

მაინც ქართველია და მინდა მოიგოს.

19:07 | 20.04.2017
levani82 (39349)

არჩილ სოხუმელი

ან კიდე მარგველაშვილმა როგორ წააგო

19:05 | 20.04.2017
არჩილ სოხუმელი (2182)

ძაან საწყენია. თითქოს პაპინაშვილიც დაიღალა. ღვინიაშვილის იმედი მაქვს.

19:04 | 20.04.2017
levani82 (39349)

მართლაც რა რა გახდა ეს ფიზმომზადება თუ 4 წუთში ვერაფერი ვქენით და დამატებითში თუ ეგრევე არაფერი გავაკეთეთ მერე ფიზიკურად გვერხევა

18:58 | 20.04.2017
levani82 (39349)

კაი რა პაპინამ როგორ წააგო ტო. ძირითად დროში უნდა მოგეგო. ის ბულგარელი დაღლილი იყო და მაინც როგორ ვერაფერი უქნა რა არის ეს

ან კიდე ჩხვიმიანმაც როგორ წააგო.

უმაღლესი სინჯის მედლებს ველოდებოდით

18:48 | 20.04.2017
mst (1422)

მიუახლოვდნენ არა ყველი,ილეთს ვერ აკეთებენ და გამძლეობა არა აქვთ,ისე რა ყველი უნდათ აბა

18:38 | 20.04.2017
nugo-cule (60)

დავრჩით ხვალინდელი და ზეგინდელი დღის იმედად. შარშან პირველ დღეს უკეთესი შედეგი გვქონდა

18:34 | 20.04.2017
mamuka-25 (237)

მოკლედ ფავორიტები პანტა-პუნტით ვარდებიან. შიხალიზადემაც როგორ წააგო!

18:32 | 20.04.2017
R.varane (19)

Vერ ვუყურებ და Mიპასუხეტ ზმურად

18:36 | 20.04.2017
sabonis (5239)

წააგო ორივემ.

18:36 | 20.04.2017
b.g (402)

არც გინდა ძმობილო,გაგიტყდება ტყუილად...

18:32 | 20.04.2017
b.g (402)

ებეე,არ დაგვინგრიეს კოშკები?.....ბექარის იმედი დამრჩა

18:32 | 20.04.2017
R.varane (19)

Oრივემ წააგო უკვე NახეVარფიფინალი ტუ Vერ მივხვდი?

18:25 | 20.04.2017
sabonis (5239)

ფინალი არა იხვი, რა გახდა ბიჭო ეს ფიზიკა პირველ 3 წუთში თუ იზამენ, რამეს ქართველები, თორემ მერე მოკჭამა ჭირი დიხანიამ რა უბედურებაა ეს.

18:24 | 20.04.2017
mamuka-25 (237)

ჩხვიმიანმა იჭიდავა მაინცაა და პაპინაშვილმა რა ქნა ეს. ჭიდაობის მეტი ყველაფერი იყო. თან ვისთან წააგო????????

18:28 | 20.04.2017
In vino veritas (1872)

მართალი ხარ, ჩხვიმიანი უკეთესი იყო, შეიძლებოდა კიდევ გაეგრძელებინათ და ეცდიათ ჭიდაობა. პიპინა მემგონი ბრინჯაოზეც ვერ გაქაჩავს სამწუხაროდ, იმედია ვცდებით

18:36 | 20.04.2017
mamuka-25 (237)

არა. დღეს არამგონია რამე გააკეთოს. და ვეჭვობ, რომ სამწუხაროდ მომავალშიც ბევრი ვეღარაფერს გააკეთებს

18:26 | 20.04.2017
mamuka-25 (237)

პაპინაშვილი ბრინჯაოსავ ვერ აიღებს

19:29 | 20.04.2017
b.g (402)

ისე აგიხდა ყველაფერი კაი!!!

სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 531
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.153441