ფეხბურთი

20:14 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე "ბილბაოს" დატოვებს

ესპანელი სპეციალისტი ერნესტო ვალვერდე "ბილბაოს" დატოვებს. როგორც Mundo Deportivo იუწყება, 53 წლის სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და სეზონის ბოლოს ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ "ბილბაოს" დატოვებს.

ესპანურ მედიაში დიდი ხანია საუბარი მიმდინარეობს ვალვერდეს და "ბარსელონას" შესახებ. ლუის ენრიკე "ბლაუგრანას" მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვებს და გუნდის ჩამბარებელთა ერთ-ერთი კანდიდატი ერნესტოა.

ვალვერდე "ბილბაოში" კარიერაში მეორედ 2013 წელს მივიდა და მას შემდეგ გუნდმა ესპანელის ხელმძღვანელობით 207 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 98 მოიგო, 45 ფრედ დაასრულა, ხოლო 64 მატჩში მარცხი განიცადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118693