ფეხბურთი

18:51 | 18.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედია" - ჯერ 10 სავარაუდო მეტოქე ევროტურნირებისთვის

"სამტრედია" წლეულს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. როგორც ხდება, საქართველოს ჩემპიონი მეორე ეტაპიდან დაიწყებს და განთესილი არ იქნება. 10 სავარაუდო მეტოქე კი გამოიკვეთა.

მაღალი რეიტინგი აქვთ და განთესილთა შორის იქნებიან: "სელტიკი" (შოტლანდია), ბატე (ბელარუსი), "ყარაბახი" (აზერბაიჯანი), "მალმიო" (შვედეთი), "ასტანა" (ყაზახეთი), "რუსენბორგი" (ნორვეგია). ექვსივე ჩვენების სავარაუდო მეტოქეა. ამ გუნდებს ჩემპიონობა განაღდებული აქვთ.

ოფიციალურად არა, მაგრამ თითქმის უკვე ჩემპიონები არიან: "ზალცბურგი" (ავსტრია), "კოპენჰაგენი" (დანია), "ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), "მარიბორი" (სლოვენია). შესაბამისად, ეს ოთხი კლუბიც სამტრედიელთა სავარაუდო მეტოქეა, რადგან ისინიც უეჭველად განთესილები იქნებიან.

მოკლედ, ჯერ 10 სავარაუდო მეტოქეა. სულ 34 გუნდი ითამაშებს მეორე ეტაპზე: 17 განთესილი 17 განუთესავთან.

ჩემპიონობისთვის დაძაბული ბრძოლები მიმდინარეობს ხორვატიაში (მოულოდნელად, "რიეკა" ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს "დინამოს"), სერბეთში, უნგრეთში, ისრაელში, პოლონეთში... და სანამ არ გაირკვევიან ჩემპიონები, მანამდე არასერიოზული იქნება სხვა სავარაუდო მეტოქეებზე წერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119718