უკრაინამ 2016 წლის საუკეთესო მოჭადრაკეები დაასახელა. ესენი არიან საერთაშორისო დიდოსტატები ანა მუზიჩუკი და ვასილი ივანჩუკი.
როგორც ანასთვის, ისე ვასილისთვის 2016 წელი იღბლიანი გამოდგა. ანა რაპიდსა და ბლიცში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ხოლო ვასილმა ეს ტიტული ბლიცში მოიპოვა.
ანამ 2017 წელიც კარგად დაიწყო და ერთეულთა შორის მსოფლიო ჩემპიონობამდე ცოტა დააკლდა. ფინალში იგი მომავალ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან დამარცხდა.