ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. ყველასათვის გამორჩეულ ინტერესს იწვევდა შეხვედრა ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ნანა ძაგნიძის მონაწილეობით. ამჯერად ქართველი მოჭადრაკის მეტოქე უკრაინელი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანა მუზიჩუკი იყო. მოჭადრაკეები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ და პარტია ყაიმით დაასრულეს.
რაც შეეხება სხვა ქართველ მოჭადრაკეებს, თუ არ ჩავთვლით ლელა ჯავახიშვილს, რომელმაც თანამემამულე სოფიო გვეტაძეს მოუგო ყველამ ყაიმ ი გააკეთა.
ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ 3.5-3.5 ქულა ძაგნიძემ, მარია მუზიჩუკმა (უკრაინა), ეკატერინე ატალიკმა (თურქეთი), ოლგა ზიმინამ (იტალია), ალექსანდრა გარიაჩკინამ (რუსეთი) და ზეინაბ მამედიაროვამ (აზერბაიჯანი) დააგროვეს, რომლებიც პიორველ-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.
3.0-3.0 ქულა აქვს ჩემპიონატის 23 მონაწილეს. ქართველი მოჭადრაკეებიდან მათ შორის არიან ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე. 2.5-2.5 ქულა ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ დააგროვეს. 2.0-2.0 ქულა აქვთ ნინო ხომერიკსა და სოფიკო გვეტაძეს.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
ნანა ძაგნიძე - ანა მუზიჩუკი ( უკრაინა ) 0.5: 0.5
ნინო ბაციაშვილი -ელიზავეტა მალახოვა(უკრაინა) 0.5: 0.5
სალომე მელია - ჯუდიტ ფუქსი (გერმანია ) 0.5: 0.5
მერი არაბიძე - ბელა ხოტენაშვილი 0.5: 0.5
ნინო ხომერიკი - ანასტასია საზონოვა(რუსეთი) 0.5: 0.5
ლელა ჯავახიშვილი - სოფიო გვეტაძე 1: 0
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ძაგნიძე - ზიმინა
ბაციაშვილი-ანა ვარაკონსკა(პოლონეთი)
ჯავახიშვილი - არაბიძე
ხოტენაშვილი-ლიზა ბერზინა (ლატვია)
მელია -ხავალა აბდულა (აზერბაიჯანი)
ხომერიკი - თეა გუეცი (იტალია)
გვეტაძე - სვეტლანა პეტრენკო (მოლდოვა)