თბილისში სტუმრად მყოფმა კალათბურთის ხორვატმა სპეციალისტმა, ფიზიკური კულტურისა და კინესიოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრმა და დოქტორმა, მარიო იელიჩიჩმა, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ქართულ კალათბურთში მომუშავე მწვრთნელებს სემინარები ჩაუტარა. ამის შესახებ worldsport.ge-ს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამუნა რუაძემ განუცხადა.
იელიჩიჩი, რომელსაც კალათბურთის განხრით ზაგრებისა(ხორვატია) და სპლიტის(ხორვატია) უნივერსიტეტებში აქვს ნამუშევარი, საქართველოში, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მოიწვია.