კალათბურთი

21:24 | 14.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დოუნსმა შეიძლება ვერც ,,ტიტებთან’’ ითამაშოს

კალათბურთში ,,ა’’-ლიგის ერთპიროვნულ ლიდერ ,,დელტას’’ ამერიკელმა ლეგიონერმა, ცენტრალურმა თავდამსხმელმა კელვინ დოუნსმა ფეხის ტრავმის გამო შეიძლება ვერც მეთოთხმეტე ტურში ,,ტიტების’’ წინააღმდეგ ითამაშოს. ამის შესახებ worldsport.ge-ს ,,დელტას’’ მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ დოუნსს კოჭი აქვს ნაღრძობი და ამის გამო თსუ,,ჰიუნდაისა’’ და ,,წყალტუბოსთან’’ შეხვედრები გამოტოვა. მეორე ცენტრმა ლარონ გრიფინმა ფეხი მოიტეხა და სეზონი ნაადრევად დაასრულა.

0.114683