ჭადრაკი

23:21 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე  ერთპიროვნული ლიდერია

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს მოჭადრალე ქალთა ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში ამჯერად პეტრა პაპი (უნგრეთი) დაამარცხა და სამი ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ძაგნიძეს ნახევარი ქულით 25 მოჭადრაკე ჩამორჩება. მათ შორის არიან ბელა ხოტენაშვილი და მერი არაბიძე, რომლებმაც შესაბამისად ტიცია გარა (უნგრეთი) და ანასტასია საზონოვა ( რუსეთი) დაამარცხეს. 2-2 ქულა აქვთ ბაციაშვილს, მელიას, ჯავახიშვილსა და გვეტაძეს. 1,5 ქულა კი ჩემპიონატზე საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელს ნინო ხომერიკს. იგი ერთადერთია ქართველ მოჭადრაკეებს შორის, რომელიც მესამე ტურში დამარცხდა.

მესამე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ნანა ძაგნიძე- პეტრა პაპი (უნგრეთი) 1:0

ნინო ბაციაშვილი-ირინა უტიაცკაია (რუსეთი) 1:0

ლელა ჯავახიშვილი-ლულია ოსმაკი (უკრაინა) 0,5:0,5

ბელა ხოტენაშვილი-ტიცია გარა (უნგრეთი) 1:0

მერი არაბიძე- ანასტასია საზონოვა (რუსეთი) 1:0

ნინო ხომერიკი-ალექსანდრა გარიაჩკინა (რუსეთი) 0:1

სალომე მელია-სოფიკო გვეტაძე 0,5:0,5

მეოთხე ტურში ერთპიროვნულ ლიდერ ნანა ძაგნიძეს სერიოზული გამოცდა ელის. იგი ამჯერად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ანა მუზიჩუკს ( უკრაინა) დაუპირისპირდება.

მეოთხე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

ძაგნიძე- ანა მუზიჩუკი ( უკრაინა)

ბაციაშვილი-ელიზავეტა მალახოვა (უკრაინა)

არაბიძე-ხოტენაშვილი

ჯავახიშვილი-გვეტაძე

მელია - იუდიტ ფუქსი ( გერმანია)

ხომერიკი-ანასტასია საზანოვა ( რუსეთი)

0.116426