ჭადრაკი

21:40 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოდაშნელი და მამარდაშვილი თბილისის ჩემპიონები არიან

დასრულდა თბილისის ჩემპიონატი 14-წლამდე მოჭადრაკე გოგონებსა და ჭაბუკებს შორის, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.

ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა. ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა შოთა ხოდაშნელმა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო და პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ორ-ორი ქულით ლაზარე ლომსაძე, დავით გაბუნია და თორნიკე კუპატაძე ჩამორჩნენ. უკეთესი მაჩვენებლებით შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები ლომსაძემ და გაბუნიამ დაიკავეს.

გოგონათა შორის 5.5 ქულით პირველი ადგილი ანა მამარდაშვილმა დაიკავა. გამარჯვებულს ნახევარ-ნახევარი ქულით იანა ენგიბარიანი და ქეთევან საჯაია ჩამორცნენ.

გთავაზობთპრიზიორთა ვინაობას:

გოგონები

1.ანა მამარდაშვილი 5.5 ქულა

2.იანა ენგიბარიანი 5.0

3.ქეთევან საჯაია 5.0

ჭაბუკები

1.შოთა ხოდაშნელი 7.0

2.ლაზარე ლომსაძე 5.0

3.დავით გაბუნია 5.0

0.122921