კალათბურთი

20:58 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელები

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების რეგულარული სეზონი დასრულდა და შეგვიძლია გადავხედოთ საუკეთესო კალათბურთელების მაჩვენებლებს.

წლევანდელ სეზონში ყველაზე მეტი 2558 ქულა “ოკლაჰომას” ლიდერ რასელ უესტბრუკის ანგარიშეა, რასი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 31.9 ქულას აგდებდა, მეორე ადგილს ჯეიმს ჰარდენი იკავებს (2356) - საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29.1 ქულა. მესამე ადგილზე “ბოსტონის” ლიდერი აიზეა ტომასია (2199) (28.9)

ყველაზე მეტი 906 პასი ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზეა (11.2).

საუკეთესო მეფარე “მაიამის” ცენტრი ჰასან უაიტსაიდია – 1088 მოხსნა (14.1).

განვლილ სეზონში “იუტას” ცენტრი რუდი გობერი საუკეთსეო დამფარებელი გახლდათ. რუდიმ 214 ბლოკ-შოტი შეასრულა (2.6).

ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი დრეიმონ გრინი ჩაჭრებში გამოირჩა და ყველაზე მეტი 154 მოპარვა გააკეთა (2.0).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060953