ფეხბურთი

14:13 | 13.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: “ინგლისში ფანტასტიკური საფეხბურთო ღამე გველის”

ესპანურმა “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში მინიმალური ანგარიშით მოუგო ინგლისურ “ლესტერს”. მატჩის შემდგომ კი ჟურნალისტებთან დიეგო სიმეონემ აღნიშნა, რომ ჯერ ნახევარფინალზე საუბარი ნაადრევია:

“შანსები თანაბარია. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ, განმეორებითი მატჩი რთული იქნება. არ ვფიქრობ, რომ ამ ანგარიშით ჩვენ უკვე ნახევარფინალში ვართ. ინგლისში ფატასტიკური საფეხბურთო გარემო იქნება, ადგილობრივი ხალხი ამ გუნდს საოცრად გულშემატკივრობს. ჩვენ ძალღონეს არ დავიშურებთ და ყველაფერს გავაკეთებთ”.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 18 აპრილს, 22:45 საათზე გაიმართება.

0.115935