ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის მეორე ტური ქართველთათვის იღბლიანი გამოდგა, თუ არ ჩავთვლით ნინო ბაციაშვილის წაგებას. ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და შოტლანდიის სახელით მოთამაშე ქეთევან არახამია-გრანტთან ერთად ლიდერთა შორის იმყოფება ნანა ძაგნიძე. 2-2 ქულა თორმეტმა მოჭადრაკემ დააგროვა. დამატებითი მაჩვენებლით ძაგნიძე მეორე ადგილზეა. ერთი ქულა აქვს ბაციაშვილს, სხვა მოჭადრაკეებს კი 1,5 ქულა აქვთ.
მეორე ტურის ტექნიკური შედეგები ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ნანა ძაგნიძე-ოლგა ბაბიჩი(2359, უკრაინა) 1:0
ნინო ბაციაშვილი- მარინა ბრუნელო(2354, იტალია) 0:1
ლელა ჯავახიშვილი- ნატალია ბუკსა(2314, უკრაინა ) 0,5:0,5
ბელა ხოტენაშვილი -ლილიტ გალოიანი(2290,სომხეთი) 0,5:0,5
სალომე მელია - ანასტასია პარანზინა(2202, რუსეთი) 1:0
მერი არაბიძე - ესე ოზბაი (2035, თურქეთი ) 1:0
ნინო ხომერიკი - ოლგა ზიმინა(2395, იტალია) 0,5:0,5
სოფიკო გვეტაძე - დარია ჩაროშკინა(2381, რუსეთი) 0,5:0,5
მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:
ძაგნიძე- პეტრა პაპი ( უნგრეთი)
ბაციაშვილი-ირინა უტიაცკაია ( რუსეთი)
ჯავახიშვილი-ლულია ოსმაკი ( უკრაინა)
ხოტენაშვილი-ტიცია გარა ( უნგრეთი)
არაბიძე- ანასტასია საზონოვა ( რუსეთი)
ხომერიკი-ალექსანდრა გარიაჩკინა ( რუსეთი)
მელია-გვეტაძე