კალათბურთში ,,ა’’-ლიგის მე-13 ტურში ,,არენა -76’’-მა ერთპიროვნულ აუტსაიდერ სეუ-ს უმასპინძლა.
ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა, რაც ანგარიშზეც აისახა. 124: 77 გაიმარჯვა ,,არენა-76’’-მა და ოცდაერთი ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. ,,არენას’’ გამარჯვება არავის გაჰკვირვებია, მაგრამ მთლიანობაში ამდენ ქულასა და ანგარიშში ამხელა სხვაობას მაინც არავინ ელოდა. როგორც ერთი, ისე მეორე შედეგი სარეკორდოა როგორც ,,ა’’-ლიგის , ისე სუპერლიგის გუნდებისათვის.
ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები ,,არენა-76’’ ცენტრალური თავდამსხმელი პიტერ ალექსისი(30 ქულა, 16 მოხსნა) და სეუ-ს ცენტრალური თავდამსხმელი დავით მაისურაძე(30 ქულა, 17 მოხსნა) იყვნენ.
,,არენა-76’’- სეუ 124: 77 (31:13, 25: 24, 36: 16, 32:24 )