საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტური ერთპიროვნულ აუტსაიდერ „ოლიმპისა“ და „სოხუმის“ შეხვედრით დასრულდა. ზღვისპირელებმა ზედიზედ 6 წაგების შემდეგ სატურნირო მდგომაროება იმდენად გაიუარესეს, რომ ბოლო ადგილზე მყოფ გუნდებისაგან ამ შეხვედრამდე ერთი ქულაღა აშორებდათ. სოხუმელთა პრობლემებს ისიც დაერთო, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ამ შეხვედრაში ორმა ლეგიონერმა დიმიტრი ზაბირჩენკომ (უკრაინა) და ამერიკელმა უეიდ ლათანმა მონაწილეობა ვერ შეძლეს. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე „სოხუმმა“ ბევრად უკეთ ითამაშა, ზედიზედ 6 წაგების შემდეგ ნანატრი გამარჯვეა მოიპოვა 68:58 და 36 ქულით მეშვიდედან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. 35-35 ქულით მე-6-მე-7 ადგილებს „ბათუმი“ და „მგზავრები“ ინაწილებენ, ხოლო 34 ქულით ბოლო ადგილზე „ოლიმპი“ იმყოფება. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილია ორი ტური.
მატჩი „ოლიმპის“ უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი მეოთხედი 6 ქულის სხვაობით 25:19 მოიგო. მეორე მეოთხედში „სოხუმი“ უკეთ ათამაშდა და ანგარიშში სხვაობა 1 ქულით შეამცირა - 37:32. მეორე ტაიმში „სოხუმი“ სრულ უპირატესობას დაეუფლა და როგორც უკვე აღვნიშნეთ 10 ქულის სხვაობით 68:58 შეძლო მეტოქის დამარცხება.
ორივე გუნდის შემადგენლოაბში 17 ქულით ყველაზე შედეგიანი „სოხუმის“ ფორვარდი ოთო ბულიავა იყო. 11 ქულით და 12 მოხსნით ამ შეხვედრის ერთადერთი ორმაგი დუბლი ბულიავას თანაგუნდელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა გიორგი ჯგერენაიამ შეასრულა. „ოლიმპის“ მხრიდან 14-14 ქულით ყველაზე შედეგიანები უკანახაზელი რეზო როგავა და ფორვარდი ტრე ბურნეთი იყვნენ.
ოლიმპი - სოხუმი 58:68 (25:19, 12:13, 8:15, 13:21)