კალათბურთი

18:39 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

„მგზავრებმა“ აუტსაიდერობას თავი დააღწია

საკალათბურთო სუპერლიგის მიმდინარე ტურის მორიგ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა „მგზავრებმა“ პირველ სამეულში მყოფ „რუსთავს“ უმასპინძლა, რომელმაც პლეი ოფში თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასე გაგრძელდა შეხვედრის ბოლომდე. 91:59 გაიმარჯვა „მგზავრებმა“ და მინიმუმ „ოლიმპი“ –„სოხუმის“ შეხვედრამდე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, აუტსაიდერობას თავი დააღწია.

ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „მგზავრების“ უკანახაზელი ოთარ ფხაკაძე იყო, რომლის ანგარიშზეც 25 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასია. მისი თანაგუნდელებიდან ორმაგი დუბლი 16 ქულითა და 10 მოხსნით ამერიკელმა ლეგიონერმა დერნელ ტეილორმა შეასრულა. სტუმართა შორის 16 ქულით ყველაზე შედეგიანი გუნდის კაპიტანი ჩაჩანიძე იყო.

„მგზავრები“–„რუსთავი“ 91:59 (18:16, 21:19, 24:19, 18:15)

ამჟამად მიმდინარეობს „ოლიმპი“ – „სოხუმის“ შეხვედრა.

0.127366