საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 26-ე ეროვნული ჩემპიონატის 26-ე ტურის მორიგ შეხვედრას თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. ერთმანეთს „დინამო“ და „კაკტუსი“ დაუპირისპირდნენ.
ამ გუნდებიდან „დინამო“ რეგულარულ ჩემპიონატში უმოტივაციოდაა დარჩენილი, რადგან მან პირველი ადგილი და პლეი ოფში თამაშის უფლება ვადაზე ადრე გაინაღდა. რაც შეეხება „კაკტუსს“, ამ შეხვედრამდე ის ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძოდა. გაიმარჯვა „კაკტუსმა“ 74:68 და პლეი ოფში თამაშის უფლება რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა. მეოთხე ადგილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, „კაკტუსი“, რომელიც მესამე ადგილზე მყოფ „რუსთავს“ ერთი ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილზე გასვლის თეორიულ შანსაც ინარჩუნებს.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე „დინამო“–„კაკტუსის“ შეხვედრის პირველი მეოთხედის შემდეგ „დინამო“ ორი ქულის სხვაობით 19:17 დაწინაურდა. ამის შემდეგ სუპერლიგის დებიუტანტი „კაკტუსი“ გააქტიურდა და როგორც უკვე აღვნიშნეთ, შეხვედრა მის სასარგებლოდ დაასრულა.
„კაკტუსის“ გამარჯვებაში გამორჩეული წვლილი ირაკლი ჩლაიძემ და ამერიკელმა ლეგიონერმა ჯონ ფლოვიესმა შეიტანეს. ჩლაიძე 20 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. რაც შეეხება ფლოვიესს, 12 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. დინამოელთა შორის ყველაზე კარგი შედეგის მქონე ლევან ფაცაციას ანგარიშზე 19 ქულა და 10 მოხსნაა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა გუნდის კაპიტანი ილია ლონდარიძე - 10 ქულა, 14 მოხსნა.
დინამო - კაკტუსი 68:74 (19:17, 17:21, 16:18, 16:18)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დინამო 8 კაცით თამაშობდა და 3 მოთამაშე კი ტრავმირებული ჰყავს
აუფ საწყალი აბა დარჩენილა ფინალს გაღმა. რა ტრავმა სამი კვირაა კაცი გაიძახოდა აგერ რომ დინამო კაკტუსს დაუთმობს და მეც მაგ აზრზე ვიყავი და ბევრი სხვაც
ვონს წელი სტკიოდა, გოგოძე ტრავმირებულია
ვონს წელი პრობლემა შარშანაც ქონდა და რაც აქ ჩამოვიდა,მაგრამ თამაშს თამაშზე იგებდნენ,მიცა თამაში რათ უნდა ამას ბევრი მარჩიელობა
არ მეგონა მე მარა დინამომაც აურია ამ ბოლო დროს მგზავრებმაც მოუგო წინა ტურში
21 აპრილს ვიცი ერთი მაგარი მიცემა კიდევ ქუთაისი აძლევს მგზავრებს უეჭველი და კაი კუშიც ექნება ორიანს
რას ვამბობდი,მისცემს მეთქი
))))))) აბა რაო, ეს ხომ იმეა იავნად მიცემა იყო, არ გაბოზ....ეთ მწვრთნელებო ამდენი მიცემით