კალათბურთი

12:39 | 12.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

რენსომი “მგზავრებს” ვერც ამჯერად დაეხმარება

სუპერლიგის მონაწილე ,,მგზავრების’’ ამერიკელმა უკანახაზელმა კაჰიმ რაშად რენსომმა(20. 07.93, 185 სმ) ერთ- ერთი ვარჯიშის დროს კოჭი ამოიტრიალა და ამის გამო ვერ ვარჯიშობს. ამის შესახებ worldsport.ge-ის ,,მგზავრების’’ მთავარმა მწვრთნელმა, ვეტერანმა კალათბურთელმა ბუბა ბერიშვილმა განუცხადა.

,,რენსომი ვერც დღეს ითამაშებს, სადაც ,,მგზავრები’’ ,,რუსთავს’’ მასპინძლობს.’’-გვითხრა ბერიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრავმის გამო რენსომმა წინა ტურში ,,დინამოსთანაც’’ ვერ ითამაშა.

0.126079