ფეხბურთი

23:30 | 7.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონმა გორის “დილამ” კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა. როგორც გორელთა ფეისბუგვერდი იტყობინება, ამიერიდან “დილას” რიგებში ბრაზილიელი თავდამსხმელი ნუბიო ფლავიო ითამაშებს.

სამხრეთამერიკელი 24 წლისაა და ბოლოს ბრაზილიური “ტიგრესის” ღირსებას იცავდა. ფლავიოს სხვადასხვა დროს ასევე უთამაშია “ისაკას”, “ტუპის”, “პარანასა” და “ფორტალეზას” შემადგენლობაში.

მიმდინარე წელს ბრაზილიელ ფეხბურთელს რვა შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა. ნუბიო ფლავიო “დილას” მეოთხე ბრაზილიელი ფეხბურთელია. მის გარდა გუნდში ირიცხებიან ჟან დერეტი, ჟოაო ლეონარდო და ლეანდრო რიბეირო.

“დილას” კიდევ სამი ლეგიონრეცი ჰყავს: კონგოელი რამარიკ ეტოუ, სიერა ლეონელი სალიუ ტარაველე და ნიგერიელი ალიუ აბუბაკარი.

0.118604