ფეხბურთი

19:55 | 4.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

დათა სიჭინავა - ამჯერად ჰეთ-თრიქი

გაიმართა ეროვნული ლიგა 2-ის მორიგი ტური. კვლავ მშვენივრად ითამაშა რუსთაველთა ლიდერმა დათა სიჭინავამ, რომელმაც "ცხინვალი" გაამწარა ჰეთ-თრიქით. ქვემოქართლელებმა 4:1 იმარჯვეს. დათა სიჭინავას 5 ტურში 7 გოლი აქვს გატანილი.

"გაგრამ" ლანჩხუთის "გურიას" გასვლაზე აჯობა (1:0), გოლი ნიკოლოზ ხინთიბიძემ გაიტანა. დიდი ანგარიშით იმარჯვა წყალტუბოს "სამგურალმა": იმერლებმა 4:1 მოუგეს "ზუგდიდს", რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

გურია (ლანჩხუთი) - გაგრა 0:1

გოლი: 0:1 ხინთიბიძე (69)

რუსთავი - ცხინვალი 4:1

გოლები: 1:0 თათხაშვილი (2 საკ.კარში), 2:0, 3:0, 4:0 სიჭინავა (11, 54, 73), 4:1 ლეჟავა (90)

სამგურალი (წყალტუბო) - ზუგდიდი 4:1

გოლები: 1:0 ჯღამაია (34 პენ), 1:1 ფარჯიკია (51 პენ), 2:1 ციცხვაია (66), 3:1 ჩიხლაძე (82), 4:1 გაგა ჩხეტიანი (89)

5 აპრილს გაიმართება:

ვიტ ჯორჯია - მერანი (16:00 მცხეთა)

სიონი - მეშახტე (16:00 თბილისი,"ბასას" ბაზა)

1. მერანი 4 3 1 0 9 1 +8 10
2. გაგრა 5 3 1 1 6 2 +4 10
3. სიონი 4 3 0 1 5 2 +3 9
4. სამგურალი 5 3 0 2 9 7 +2 9
5. რუსთავი 5 2 1 2 10 8 +2 7
6. ვიტ ჯორჯია 4 2 0 2 6 5 +1 6
7. გურია 5 2 0 3 6 8 -2 6
8. მეშახტე 4 1 1 2 4 9 -5 4
9. ცხინვალი 5 1 1 3 6 11 -5 4
10. ზუგდიდი 5 0 1 4 4 12 -8 1
0.107939