ფეხბურთი

18:45 | 2.04.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას მოგება დერბიში, ჭანტურიშვილის დებიუტი უკრაინაში

არნემის "ვიტესმა" ჰოლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში მოიგო და მეხუთე საფეხურზეა. გურამ კაშიას გუნდმა შინ 2:1 სძლია "ნაიმეგენს". რა თქმა უნდა, კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ კარგადაც. "ვიტესი"-"ნაიმეგენის" დაპირისპირება დერბია: "გელდერს დერბი" - ასე ჰქვია. გელდერლანდი მხარეა ჰოლანდიაში.

უკრაინის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ვახტანგ ჭანტურიშვილს. "ოლექსანდრიას" ქართველმა ნახევარმცველმა კიევის "დინამოსთან" 69-ე წუთიდან ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო. "ოლექსანდრიამ" 1:4 წააგო, არადა, მე-60 წუთამდე იგებდა... ჭანტურიშვილის გუნდი მეხუთე ადგილზეა და დიდი ალბათობით, ევროტურნირებზეც ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117597